top of page

დისლექსია - კონფერენცია 18 ოქტომბერს

  • Oct 18, 2025
  • 1 min read

18 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, გაიმართა კონფერენცია თემაზე - „დისლექსია — არსებული სერვისები და გამოწვევები“.

კონფერენცია სრულიად მიეძღვნა დისლექსიას. 


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნეიროფსიქოლოგები, ფსიქოლოგები, ენისა და მეტყველების თერაპევტები და განათლების სფეროს სპეციალისტები. მათ განიხილეს დისლექსიის სფეროში არსებული სერვისები, რეალური საჭიროებები და განვითარების მიმართულებები.

კონფერენციაზე საქართველოს დისლექსიის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი დოქ. მაია შაშვიაშვილი წარსდგა მოხსენებით - "დისლექსიის ადრეული ამოცნობა და პირველი ქართული შეფასების ინსტრუმენტი".


კონფერენცია „საქართველოს დისლექსიის ასოციაციისა“ და „დისლექსიის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.


ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცნობიერების ამაღლების, პროფესიული დიალოგის გაღრმავებისა და ინკლუზიური განათლების გაძლიერების გზაზე.

გულწრფელი მადლობა ორგანიზატორებს "საქართველოს დისლექსიის ასოციაციასა" და "საქართველოს დისლექსიის ფონდს", ყველა მონაწილეს, სპიკერსა და მხარდამჭერს აქტიური ჩართულობისთვის.

ეს მხოლოდ დასაწყისია!


ერთად შევძლებთ რეალური ცვლილებების შექმნას დისლექსიის მიმართულებით!

bottom of page