რა არის დისლექსია?
დისლექსია არის დარღვევა, რომელიც ძირითადად ხასიათდება კითხვის, მართლწერისა და წერის უნარების განვითარების სირთულეებით. ეს სირთულეები ეხება მათ სიზუსტეს, სისწრაფეს ან ორივეს ერთად და იცვლება ენის ორთოგრაფიის მიხედვით.
დისლექსიის დეფინიცია
დისლექსია არის დასწავლის სპეციფიკური სირთულე, რომელიც ხასიათდება სიტყვების კითხვის და/ან მართლწერის პრობლემებით. ეს სირთულეები ეხება მათ სიზუსტეს, სისწრა ფეს ან ორივეს ერთად და იცვლება ენის ორთოგრაფიის მიხედვით.
ეს პრობლემები გვხვდება მათი გამოხატვის სიმძიმის მრავალნაირ და უწყვეტ დიაპაზონზე და გრძელდება იმ სწავლების მიუხედავად, რომელიც ეფექტურია მისი თანატოლებისთვის.
დისლექსიის მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს გენეტიკურ, ნეირო- ბიოლოგიურ და გარემო ფაქტორების კომბინაციებს, რომლებიც ურთიერთქმედებენ განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში. ხშირად გვხვდება ფონოლოგიური და მორფოლოგიური დამუშავების სირთულეები, მაგრამ ის არ არის უნივერსალური. მეორადი შედეგები მოიცავს წაკითხულის გაგების პრობლემებს და კითხვისა და წერის მწირ გამოცდილებას, რაც ხელს უშლის ენის, წერითი უნარების, ცოდნისა და აკადემიური მოსწრების ზრდას.
დისლექსიის მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს გენეტიკურ, ნეირო- ბიოლოგიურ და გარემო ფაქტორების კომბინაციებს, რომლებიც ურთიერთქმედებენ განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში. ხშირად გვხვდება ფონოლოგიური და მორფოლოგიური დამუშავების სირთულეები, მაგრამ ის არ არის უნივერსალური. მეორადი შედეგები მოიცავს წაკითხულის გაგების პრობლემებს და კითხვისა და წერის მწირ გამოცდილებას, რაც ხელს უშლის ენის, წერითი უნარების, ცოდნისა და აკადემიური მოსწრების ზრდას.
ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის ფსიქოლოგიური კეთილდღეობასა და
დასაქმების შესაძლებლობებზე. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიკაცია და
მიზანმიმართული ინსტრუქციები მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში, ენისა
და წიგნიერების მხარდაჭერა განათლების ადრეულ წლებში, განსაკუთრებით
ეფექტურია.
რამდენად გავრცელებულია დისლექსია?
ევროპის დისლექსიის ასოციაციის (EDA) მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 9–12%-ს დისლექსია აქვს, ხოლო მათგან დაახლ ოებით 2–4%-ს - მძიმე ხარისხით აქვს გამოხატული.
საერთაშორისო დისლექსიის ასოციაციის (IDA) შეფასებით, მოსახლეობის 15–20%-ს დისლექსიის სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა კითხვის, მართლწერის და წერის სირთულეები.
აშშ-ში სსსმ მოსწავლეების 35 %, დასწავლის დარღვევის მქონეა. ამ მოსწავლეების 75-80% კი, კითხვის სირთულეს განიცდის.
დისლექსიის ინდიკატორები და მხარდაჭერის სტრატეგიები ასაკის მიხედვით
თვალყური ადევნეთ პატერნებს დროის განმავლობაში, არა ცალკეულ ინდიკატორებს. ინდიკატორები ცვალებადია ასაკისა და ადამიანის მიხედვით.
დისლექსიის ადრეული იდენტიფიკაცია და შესაბამისი ინტერვენცია გადამწყვეტია მოსწავლის აკადემიური და ემოციური წარმატებისთვის.
3–6 წელი (სკოლამდელი ასაკი)
ეს არის დისლექსიის ადრეული რისკ-ფაქტორების გამოვლენის პერიოდი.
ძირითადი ნიშნები:
-
ენობრივი სირთულეები: სირთულე ბგერების, რითმების აღქმასა და გამოთქმაში (ფონოლოგიური ცნობიერების დაბალი დონე).
-
ასოებისა და ბგერების კავშირი: ასოების სახელებისა და შესაბამისი ბგერების ერთმანეთთან ასოცირება ნელა ვითარდება ან მუდმივ სირთულეს წარმოადგენს.
-
სიტყვების დამუშავება: სიტყვების შეცვლა ან დამახინჯება მეტყველების დროს; გრამატიკული სტრუქტურის შეფერხებით ვითარდება.
მასწავლებლის/სპეციალისტის მხარდაჭერა:
-
ფონემატური ცნობიერების გაძლიერება: თამაშით სწავლება (მაგ. ბგერის პოვნა სიტყვაში, რითმული თამაშები, მარცვლების დათვლა).
-
მულტისენსორული სტიმულაცია: ვიზუალური და სმენითი სტიმულების ინტეგრირებული გამოყენება ენის შესწავლის პროცესში.
-
ადრეული რეაგირება: ნებისმიერი მუდმივი სირთულის დაფიქსირება და ლოგოპედთან/ენისა და მეტყველების თერაპევტთან დროული თანამშრომლობა.
6–10 წელი (დაწყებითი საფეხური)
ამ ეტაპზე ინდიკატორები უკვე უშუალოდ კითხვისა და წერის უნარებში ვლინდება.
ძირითადი ნიშნები:
-
კითხვა: ნელი და შრომატევადია კითხვის პროცესი; ხშირად სიტყვების შეცვლა, გამოტოვება ან დამატება ხდება
-
მართლწერა (ორთოგრაფია): დიდი რაოდენობით შეცდომები მართლწერაში; ფონეტიკური სირთულეები (ნაწერი არ შეესაბამება სიტყვის შესაბამის ბგერებს).
-
მოტივაცია: თავის არიდება კითხვის/წერითი დავალებებისგან, რაც ხშირად ფრუსტრაციით არის გამოწვეული.
-
ნელი სიჩქარე: დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული დროის მართვის პრობლემები.
მასწავლებლის მხარდაჭერა:
-
სტრუქტურირებული მიდგომა: მცირე ზომის დავალებების განმეორებადი გამოყენება, რომელიც ფოკუსირებულია კითხვისა და წერის კონკრეტულ უნარებზე.
-
მულტისენსორული სწავლება: Orton-Gillingham-ის პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენება.
-
თვითშეფასებისა და მოტივაციის მხარდაჭერა: ფოკუსირება მოსწავლის ძალისხმევაზე, არა მხოლოდ შედეგზე; დახმარება მიზნების მიღწევასა და დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.
11–16 წელი (საშუალო და უფროსი საფეხური)
სირთულეები ამ ეტაპზე ძირითადად აკადემიურ მოთხოვნებსა და ორგანიზაციულ უნარებში იჩენს თავს.
ძირითადი ნიშნები:
-
ტექსტის გაგება: ნელი და შრომატევადი კითხვის პროცესი, რაც ართულებს რთული და გრძელი სასწავლო ტექსტების შინაარსის გაგებას.
-
წერითი გამოხატვა: წერილობითი აზრების ორგანიზების სირთულე; სტრუქტურირებული ესეების და რეფერატების წერის პრობლემები.
-
ორგანიზაციული უნარები: დავალებების გადადება, დროის მართვის პრობლემები, დაგეგმვის სირთულეები.
მასწავლებლის მხარდაჭერა:
-
აკომოდაციები: ალტერნატიული შეფასების გზების შეთავაზება (პრეზენტაცია, ზეპირი პასუხი, პროექტი) წერითი შეზღუდვების შესამსუბუქებლად.
-
რესურსების ადაპტაცია: აუდიო მასალა, ტექსტის კონსპექტები, ვიზუალური დამხმარე საშუალებები.
-
ტექნოლოგიური მხარდაჭერა: დამხმარე ტექნოლოგიების (AT) გამოყენების წახალისება, როგორიცაა: text-to-speech, ავტოკორექტირების ხელსაწყოები.
-
გუნდური მუშაობა: აქტიური თანამშრომლობა მშობელთან, სკოლის ფსიქოლოგთან და სხვა ჩართულ სპეციალისტთან მოსწავლის საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად.
საერთო პრინციპები სპეციალისტებისთვის და მშობლებისთვის
-
დაკვირვება და ადრეული რეაგირება: ნებისმიერი მუდმივი ფონოლოგიური ან წიგნიერების სირთულე არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. დროული მიმართვა სპეციალისტთან გადამწყვეტია.
-
ემოციური მხარდაჭერა: აუცილებელია ბავშვის ძალისხმევის აღიარება და წახალისება, არა მხოლოდ შედეგის. ემოციური წახალისება ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში.
-
გუნდის თანამშრომლობა: წარმატებული ინტერვენცია მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს: მშობელს, ფსიქოლოგს, ლოგოპედს/ენისა და მეტყველების თერაპევტს და სტრუქტურირებული წიგნიერების სპეციალისტს.
დისლექსიის მიზეზები (როგორ სწავლობს ტვინი კითხვას)
თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ დისლექსიის მქონე პირებში განსხვავებულად ფუნქციონირებს ტვინის ის ქსელები, რომლებიც პასუხისმგებელია სამეტყველო ბგერების (ფონემების) დამუშავებაზე, მათ ანალიზსა და ბგერების ასოებთან დაკავშირებაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მარცხენა ნახევარსფეროს ის რეგიონები, რომლებიც მონაწილეობენ ფონოლოგიურ დამუშავებაში, სიტყვის ვიზუალურ ამოცნობასა და კითხვის ავტომატიზაციაში.
შედეგად, ირღვევა სიტყვის დეკოდირების პროცესი, კითხვის სიზუსტე და სიჩქარე. ეს სირთულეები ხშირად ნარჩუნდება, თუ სწავლება არ არის მიზანმიმართული, სტრუქტურირებული და სისტემური.
როგორ სწავლობს ტვინი კითხვას:
კითხვის უნარი არ არის თანდაყოლილი. ტვინი კითხვას სწავლობს ეტაპობრივად, კონკრეტული კოგნიტური და ლინგვისტური უნარების განვითარებით. თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, კითხვის განვითარებისთვის მოსწავლეებს სჭირდებათ ექსპლიციტური, სისტემური და თანმიმდევრული სწავლება.
ეს გულისხმობს:
-
ფონოლოგიური და ფონემური უნარების მიზანმიმართულ განვითარებას;
-
ასო–ბგერის კავშირების მკაფიო, ეტაპობრივ სწავლებას; გ
-
ანმეორებით, ხელმძღვანელობით პრაქტიკას;
-
სენსორულად მრავალმხრივ მიდგომებს (ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური ელემენტების გამოყენება);
-
პროგრესის რეგულარულ მონიტორინგს და სწავლების ადაპტაციას.
დისლექსია არ ქრება ასაკთან ერთად, თუმცა სწორად შერჩეული ინტერვენციის პირობებში, შესაძლებელია კითხვის უნარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და აკადემიური თუ ემოციური სირთულეების შემცირება.
დისლექსიის ადრეული ამოცნობა და მხარდაჭერა
დისლექსიის ადრეული იდენტიფიკაცია და დროული ინტერვენცია არის ყველაზე ეფექტური გზა მოსწავლის აკადემიური წარმატებისა და თანმხლები ემოციური სირთულეების თავიდან ასაცილებლად. რაც უფრო ადრე დაიწყება ჩარევა, მით უფრო დიდია წარმატების შანსი.
1. ადრეული ჩარევის უპირატესობა და დაგვიანების შედეგები
უპირატესობა - ნეიროპლასტიკურო ბის გამოყენება ადრეულ ასაკში (3-დან 7 წლამდე) ტვინის ნეიროპლასტიკურობა მაღალია. ფონოლოგიურ დამუშავებასა და კითხვის უნარებში ჩართული ტვინის უბნები ამ პერიოდში ყველაზე ადვილად ექვემდებარება კორექციას. ადრეული, სტრუქტურირებული და მულტისენსორული ჩარევა ქმნის მყარ საფუძველს წიგნიერებისთვის.
დაგვიანების შედეგები
-
აკადემიური სირთულე: რაც უფრო გვიან ხდება იდენტიფიკაცია (მაგ. მე-3 ან მე-4 კლასში), მით უფრო იზრდება უფსკრული თანატოლებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე დაძლევა გაცილებით რთულდება და მოითხოვს მეტ დროსა და რესურსს.
-
ემოციური დაზიანება: წარუმატებლობის განმეორებადი გამოცდილება იწვევს მაღალ შფოთვას, დაბალ თვითშეფასებას, სკოლისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას და ქცევით პრობლემებს (აცილება, დაუმორჩილებლობა), რაც სწავლის პროცესს ბლოკავს.
-
დამოკიდებულება: მოგვიანებით ასაკში ბავშვი ეჩვევა თავის არიდებას, კომპენსაციას (მაგ. დამოკიდებულება ზეპირ მეტყველებაზე) და უჭირს სრულფასოვანი ფუნქციონირება.
2. ადრეული ნიშნები ყოველდღიურ ცხოვრებაში (სკოლამდე და I კლასი)
ადრეულ ამოცნობაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მშობლის ცნობიერებას და აღმზრდელის/მასწავლებლის დაკვირვებას.
პერიოდი და ინდიკატორები (პრაქტიკული, ამოსაცნობი ნიშანები)
სკოლამდელი ასაკი (3–6 წელი):
-
ენობრივი თამაშები: უჭირს საბავშვო ლექსებში რითმის გარჩევა ან რითმული სიტყვების თქმა.
-
მეტყველება: ხშირად ამახინჯებს გრძელ სიტყვებს.
-
ფონოლოგია: ვერ არჩევს სიტყვას ცალკეულ ბგერებად (თუმცა შეუძლია სიტყვა თქვას).
-
თანმიმდევრობა: უჭირს სიმღერების, დღეების ან სახელების
თანმიმდევრობით დამახსოვრება.
I კლასი / დაბალისაფეხური
-
კითხვის დაწყება: უჭირს ასო-ბგერის სწავლა; ნელა და დაძაბულად კითხულობს.
-
მართლწერა: იმახსოვრებს სიტყვას ერთხელ და მეორედ უშვებს შეცდომას
-
ლექსიკა: ვერ იმახსოვრებს ხშირად გამოყენებად სიტყვებს ავტომატურად.
-
დავალება: წერითი დავალებებისგან თავის არიდება, ტირილი ან წუწუნიკითხვის დროს.
3. სისტემური ჩარევის აუცილებლობა (სკრინინგი და პოლიტიკა)
ეფექტური ადრეული იდენტიფიკაციისთვის აუცილებელია სისტემის ყველა რგოლის ჩართვა.
განათლების პოლიტიკა და სკრინინგი
-
სკრინინგი სკოლამდე: განათლების პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სკრინინგის სისტემის შექმნა სკოლამდელ სააღმზრდელო სისტემაში (ბაღებში), რათა მაღალი რისკის მქონე ბავშვები დაფიქსირდნენ ფორმალურ სწავლებამდე.
-
ადრეული შეფასება სკოლაში: სკოლის დაბალ საფეხურზე (I-II კლასი) უნდა დაინერგოს სავალდებულო სკრინინგი (როგორიცაა Maia Shashviashvili Checklist), რაც მასწავლებელს აძლევს ობიექტურ მონაცემებს.
გადამზადებული პერსონალი
-
აღმზრდელი: სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელები უნდა იყვნენ გადამზადებულნი, რათა ამოიცნონ ადრეული ენობრივი და ფონოლოგიური რისკ-ფაქტორები და შეძლონ რისკის შემცირების აქტივობების ჩატარება.
-
მასწავლებელი: კლასის მასწავლებლები უნდა ფლობდნენ სტრუქტურირებული წიგნიერების და ინდივიდუალური ადაპტაციის მეთოდებს, რათა დროულად დაიწყონ კორექცია სპეციალისტის ჩართვამდე.
-
სკრინერები: აუცილებელია სკოლებში ჰყავდეს გადამზადებული პერსონალი (განათლების ფსიქოლოგები, სპეცმასწავლებლები), რომლებიც შეძლებენ სკრინინგის ინსტრუმენტების ზუსტად გამოყენებას და შედეგების ინტერპრეტაციას.
4. მულტიდისციპლინური მხარდაჭერა
ადრეული მხარდაჭერა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც გუნდი
მუშაობს:
-
სპეცმასწავლებელი/ლოგოპედი: უზრუნველყოფენ ინტენსიურ, მულტისენსორულ და ფონოლოგიურ ინტერვენციას.
-
განათლების ფსიქოლოგი: მუშაობს აღმასრულებელი უნარების გაძლიერებაზე და ემოციურ მართვაზე.
-
კლინიკური ფსიქოლოგი: საჭიროების შემთხვევაში, ატარებს დიაგნოსტიკას და მართავს თანმხლებ ემოციურ სირთულეებს.
დასკვნა: დისლექსიის ადრეული ამოცნობა საქართველოში საჭიროებს პოლიტიკის ცვლილებას, გადამზადებულ კადრებსა და მშობლის მაღალ ცნობიერებას. რისკების დროული დაფიქსირებითა და მიზანმიმართული, სკოლამდელ პერიოდში დაწყებული ჩარევით, შესაძლებელია დისლექსიის მქონე მოსწავლეებისთვის მომავალი აკადემიური სირთულეების მინიმუმამდე დაყვანა.
დისლექსიის ინდიკატორები ზრდასრულ ასაკში
კითხვა და წერილობითი ენა
-
ნელი, შრომატევადი კითხვა; ტექსტის ხელახლა წაკითხვის საჭიროება
-
აცილებააზრების ორგანიზების სირთულე წერისას, დავალებების თავიდან ორთოგრაფიული შეცდომები, სიტყვების ვიზუალური აღრევა
-
მხარდაჭერის გზები: მრავალჯერადი კითხვა, აუდიო მხარდაჭერა, ტექსტის ნაწილებად გაყოფა
მხარდაჭერის გზები: მრავალჯერადი კითხვა, აუდიო მხარდაჭერა, ტექსტის
ნაწილებად გაყოფა
ზეპირი / ენობრივი უნარები
-
კონკრეტული სიტყვების გახსენების სირთულე („ენის წვერზე მაქვს“)
-
ყოყმანი, შემავსებელი სიტყვები, ერთნაირად ჟღერადი სიტყვების აღრევა
-
იდეების თანმიმდევრული გადმოცემის სირთულე
მხარდაჭერის გზები: ზეპირი შეფასება, ვიზუალური სტიმულები, სავარჯიშოები ფონემებისა და სიტყვების ჟღერადობისთვის
მეხსიერება / ინფორმაციის დამუშავება / ყურადღება
-
ხანმოკლე და მუშა მეხსიერების სირთულეები, ინსტრუქციების დამახსოვრება
-
მრავალსაფეხურიანი დავალებების შესრულების სირთულე, კონცენტრაციის პრობლემა
მხარდაჭერის გზები: დავალებების ეტაპებად გაყოფა, ვიზუალური დამხმარეები, ჩეკ-ლისტები
ორგანიზაცია / დაგეგმვა
-
დავალებების და ფაილების არასწორი ორგანიზება
-
დროის მართვისა და ვადების დარღვევები
მხარდაჭერის გზები: სამუშაო გრაფიკი, სტრუქტურირებული ორგანიზატორები, ეტაპობრივი დავალებები
ემოციური / ქცევითი ასპექტები
-
სტრესი, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება
-
გადატვირთვა, დაღლილობის ნიშნები
-
ძლიერი კომპენსატორული სტრატეგიები სხვა სფეროებში
მხარდაჭერის გზები: პოზიტიური გაძლიერება, სტრესის შემცირების
სტრატეგიები, ტექნოლოგიური დახმარება (speech-to-text, აუდიო)
დამატებითი მინიშნებები
-
ოჯახური ისტორია, სკოლაში/უნივერსიტეტში მხარდაჭერა
-
უცხო ენების სწავლა სირთულეებით
-
ზოგჯერ სირთულეები მხოლოდ მ ოგვიანებით იჩენს თავს
პრაქტიკული რჩევა: მოიძიეთ ოჯახის ისტორიული მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ნეიროფსიქოლოგს ან დისლექსიის სპეციალისტს.
დისლექსიის სკრინინგი და დიაგნოსტირება
სკრინინგი
დისლექსიის სკრინინგი ნიშნავს მოკლე, სანდო შემოწმებებს, რომლებიც კეთდება ყველა მოსწავლისთვის, ჩვეულებრივ წელიწადში რამდენიმეჯერ. სკრინინგის მიზანია ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს დისლექსიის რისკი, რათა მოსწავლემ დრო ულად მიიღოს დამატებითი, მიზნობრივი სწავლება.
სკრინინგი არ არის დიაგნოზი; ის მხოლოდ იმას აჩვენებს, ვინ შეიძლება იყოს რისკის ქვეშ და ვის სჭირდება უფრო აქტიური მხარდაჭერა. თუ სკრინინგის შემდეგ პრობლემები გრძელდება, სპეციალისტები (სპეციალური განათლების მასწავლებელი, განათლების ფსიქოლოგი/ფსიქოლოგი ან დისლექსიის სპეციალისტი) იწყებენ სრულ შეფასებას.
დისლექსიის შეფასების პროცესის საბოლოო მიზანია, შექმნას მოსწავლის ინდივიდუალური პროფილი, რომელიც ასახავს მისი უნარებს, სიძლიერეებს და საჭირო მხარდაჭერას. დისლექსიის დიაგნოსტირება კომპლექსური პროცესია და მასში, როგორც წესი, რამდენიმე სპეციალისტია ჩართული.
ესენი არიან: ფსიქიატრი, ნეიროფსიქოლოგი და სპეციალური კვალიფიკაციის ფსიქოლოგები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან დასვან დიაგნოზი.
დისლექსიის სკრინინგი და შეფასება საქართველოში
საქართველოში დისლექსიის მქონე მოსწავლეების სკრინინგი და შეფასება ამჟამად არ ხორციელდება სასკოლო გარემოში. ეს ნიშნავს, რომ იდენტიფიკაციისა და დიაგნოსტიკის პროცესი საჭიროებს სკოლის გარე სპეციალისტების ჩართულობას.
დისლექსიის შესახ ებ ოფიციალურ დასკვნას წერს ნეიროფსიქოლოგი, რომელიც აფასებს კოგნიტურ, ნეიროფსიქოლოგიურ და აკადემიურ პროფილს, ხოლო დიაგნოზს წერს - ფსიქიატრი.
ინტერდისციპლინური გუნდის როლი
მდგომარეობის სრულფასოვან შეფასებასა და მართვაში ასევე აქტიურად მონაწილეობენ სხვა წამყვანი სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს კომპლექსურ და ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას:
-
ფსიქოლოგი: უზრუნველყოფს ემოციურ და ქცევით უნარების მართვას, მუშაობს თვითშეფასებაზე და მოტივაციაზე.
-
სპეცმასწავლებელი: პასუხისმგებელია აკადემიური უნარების (კითხვისა და წერის) სტრუქტურირებულ ინტერვენციაზე.
-
მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი): მუშაობს ფონოლოგიური ცნობიერების, ენობრივი უნარებისა და ზეპირი მეტყველების განვითარებაზე.
-
პედაგოგი (კლასის მასწავლებელი): უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს ადაპტაციას და რეკომენდაციების შესრულებას საკლასო ოთახში.
-
ოკუპაციური თერაპევტი: საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს ნატიფი მოტორიკისა და სენსორული ინტეგრაციის სირთულეებზე.
ასეთი მულტიდისციპლინური მიდგომა აუცილებელია დისლექსიის მქონე მოსწავლის წარმატებისთვის.
რა ეხმარება დისლექსიის შემსუბუქებას?
სტრუქტურირებული წიგნიერება
სტრუქტურირებული წიგნიერება ნიშნავს კითხვის ენობრივი საფუძვლების ექსპლიციტურ (პირდაპირ), სისტემურ და კუმულაციურ (დაგროვებით) სწავლებას. ეს მიდგომა სასარგებლოა ყველა მოსწავლისთვის, ხოლო დისლექსიის მქონე მოსწავლეებისთვის - სასიცოცხლოდ აუცილებელი.
ორტონ-გილინგემის (Orton-Gillingham) მიდგომა
ორტონ-გილინგემი (OG) არის დისლექსიის მქონე პირთათვის შექმნილი კითხვისა და წერის სწავლების ოქროს სტანდარტი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრუქტურირებული წიგნიერების მეთოდოლოგიას. ეს არ არის უბრალოდ პროგრამა, ეს არის მოქნილი და მეცნიერულად დასაბუთებული სისტემა, რომელიც მორგებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
ორტონ-გილინგემის მეთოდოლოგია უზრუნველყოფს, რომ კითხვა და წერა
გახდეს არა სტრესული, არამედ გააზრებული და ავ ტომატიზებული პროცესი.
დისლქსიის მქონე ბავშვს ეხმარება
-
ყოველდღიური ხმამაღალი კითხვა: ესაუბრეთ ბავშვს სიტყვებზე და მათ მნიშვნელობებზე.
-
მოკლე (5–10 წუთიანი) პრაქტიკა: იმუშავეთ ბგერა-ასოს კავშირზე, ბგერების გადაბმაზე და მართლწერის კანონზომიერებებზე.
-
აუდიოწიგნები ან პროგრამები „ტექსტიდან-ხმაზე“: გამოიყენეთ ეს საშუალებები კითხვის მოცულობის გასაზრდელად, სანამ ბავშვი უნარებს ავითარებს. ეს ეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.
მითები დისლექსიის შესახებ
-
მითი: დისლექსიის მქონე ადამიანები ხედავენ და წერენ ასოებსა და სიტყვებს უკუღმა.
ფაქტი: ასოების შებრუნება სულაც არ არის მაჩვენებელი დისლექსიის არსებობის ან არარსებობის მაჩვენებელი დამწყებ მკითხველში, თუმცა მისი განგრძობითობა შეიძლება მიუთითებდეს დისლექსიაზე. -
მითი: დისლექსია მხედველობის პრობლემაა. მისი გამოსწორება შესაძლებელია ფერადი გადაფარვების, ლინზების ან მხედველობის თერაპიის გამოყენებით.
ფაქტი: დისლექსია არ არის მხედველობის პრობლემა. ამიტომ, დისლექსიის “მკურნალობა” მხედველობის ფუნქციის გასაუმჯობესებლი თერაპიებით ან ფერადი ლინზებით/გადაფარვებით, არ ხდება. -
მითი: თუ მოსწავლეს აქვს დისლექსია, ის ავტომატურად მიიღებს სპეციალურ საგანმანათლებლო მხარდაჭერას ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის მეშვეობით.
ფაქტი: დისლექსიის მახასიათებლების მქონე ზოგიერთი ბავშვი აკმაყოფილებს სპეციალური განათლების მიღების კრიტერიუმებს სპეციფიკური დასწავლის უნარის დარღვევის (SLD) კატეგორიაში, ზოგი კი - არა. ამის მიუხედავად, ყველა მოსწავლემ უნდა მიიღოს შესაბამისი მაღალი ხარისხის უნივერსალური, დიფერენცირებული, საპასუხო ინსტრუქცია. -
მითი: თუ სკოლაში კარგად ისწავლი, არ გექნება დისლექსია ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები.
ფაქტი: დისლექსიის ან მასთან დაკავშირებული დარღვევების მქონე ზოგიერთი მოსწავლე კარგად სწავლობს სკოლაში, ზოგი კი -არა. დისლექსიის ან მასთან დაკავშირებული მდგომარეობების მქონე ზოგიერთმა მოსწავლემ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, ადაპტაცია და/ან მხარდაჭერა და/ან შეიმუშავა საკუთარი დაძლევის უნარები და სტრატეგიები და ამიტომაც სწავლობს კარგად. -
მითი: დისლექსიის მქონე პირებს არ შეუძლიათ ისწავლონ კითხვა.
ფაქტი: დისლექსიის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ კითხვა ყოვლისმომცველი, რელევანტური და მიზანმიმართული ინსტრუქციით. თუმცა, ისინი ამას ხშირად უფრო დიდი ძალისხმევის მეშვეობით აკეთებენ. -
მითი: ყველა სტუდენტს, რომელსაც აქვს დისლექსია, აქვს წაკითხულის გააზრების ცუდი უნარი.
ფაქტი: დისლექსიის მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ კარგი წაკითხულოს გააზრების უნარები, მაგრამ მათ გააზრებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს დეკოდირებისთვის საჭირო დიდმა ძალისხმევამ. -
მითი: თუ დისლექსიის მქონე მოსწავლეები უფრო მეტად შეეცდებიან, კითხვასაც ისწავლიან.
ფაქტი: როდესაც დისლექსიის მქონე მოსწავლეები სხვა საგნებში აქტიურები და
წარმატებულები ჩანან, ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ სწავლებისა და ჩარევის მეტი ძალისხმევის შემთხვევაში, ისინი კითხის სწავლას შეძლებდნენ. შეიძლება ასე არ იყოს. -
მითი: დისლექსიის მქონე მოსწავლე ვერასოდეს გახდება კომპეტენტური და/ან
ფუნქციური მკითხველი.
ფაქტი: დისლექსიის მქონე მოსწავლეების ადრეული იდენტიფიცირება, რასაც მოჰყვება „ასაკის შესაბამისი ინსტრუქციები, შეიძლება დაეხმაროს დისლექსიასთან დაკავშირებული კითხვის სირთულეების თავიდან აცილებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ კითხვის სირთულეების უმეტესობა წარმატებით შეიძლება გამოსწორდეს.
დაგვიკავშრდით
მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე ან შეავსეთ საკონტაქტო ფორმა დისლექსიის მხარდაჭერის შესახებ მეტის გასაგებად.