კითხვის სირთულის (დისლექსიის) შეფასება 6-11 წლის ბავშვებში - ტრენინგი 5 ოქტომბერს
- Oct 5, 2025
- 1 min read
Updated: Jan 14
საქართველოს დისლექსიის კვლევითმა ცენტრმა 5 ოქტომბერს წარმატებით ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „კითხვის სირთულის (დისლექსიის) შეფასება 6-11
წლის ბავშვებში“.
ტრენინგი განხორციელდა ონლაინ ფორმატში და მას ესწრებოდა ყველა იმ
პროფესიის წარმომადგენელი, ვისაც აქვს შეხება ბავშვების სწავლების,
მხარდაჭერისა და შეფასების პროცესებთან.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მიეცა:
• განახლებული, სანდო ინფორმაცია დისლექსიის შესახებ.
• ბავშვებში კითხვის სირთულეების ადრეული ამოცნობისთვის საჭირო ცოდნა
და ინსტრუმენტები.
• პრაქტიკული მიდგომები შეფასების პროცესში.
• ეთიკური სტანდარტები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ შეფასებისას.
მონაწილეებმა მიიღეს კითხვითი სირთულის (დისლექსიის) შეფასების
ინდიკატორების ფორმა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ როგორც სკოლებში, ასევე - კერძო პრაქტიკაში.
ტრენინგს უძღვებოდა მაია შაშვიაშვილი – ფსიქოლოგი, განათლების
მეცნიერების დოქტორი, საქართველოს დისლექსიის კვლევითი ცენტრის
დამფუძნებელი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა:
• მიიღეს სიღრმისეული ცოდნა დისლექსიის ადრეული ნიშნების შესახებ.
• მსმენელები შეძლებენ კითხვის სირთულეების ამოცნობას და პირველადი
სკრინინგის ჩატარებას
•ისინი გაეცნენ ეთიკურ მიდგომებს, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და
მშობლების მიმართ პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობას
• მსმენელებმა მიიღეს სერტიფიკატი და დისლქსიის შეფასების
ინსტრუმენტი, შემდგომი პრაქტიკული გამოყენებისთვის.
