top of page

კითხვის სირთულის (დისლექსიის) შეფასების ქართული ინსტრუმენტი

კითხვის სირთულის (დისლექსიის) შეფასების პირველი ქართული ინსტრუმენტი წარმოადგენს სკრინინგის ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია 6–11 წლის ასაკის ბავშვებში კითხვის სირთულეების ადრეული გამოვლენისათვის.

ის შეიმუშავა მაია შაშვიაშვილმა თავის სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში, ინტერდისციპლინარული მიდგომითა და  ქართული ენის სპეციფიკის გათვალისწინებით. მისი გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, სპეციალურ პედაგოგებს, მეტყველების  თერაპევტებსა და სხვა დაინტერესებულ  პირებს.

დანიშნულება

ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს ნიშნები, რომლებიც მიანიშნებს კითხვის, წერისა, მართლწერისა და ზეპირმეტყველების სირთულეებზე

დაეხმაროს მასწავლებლებსა და სპეციალისტებს სწავლის პროცესის ადაპტირებაში

გახდეს დიაგნოსტიკური პროცესის პირველი საფეხური და საფუძველი შემდგომი შეფასებისა და ჩარევისთვის

მნიშვნელობა

ადრეული გამოვლენა ზრდის სწავლის წარმატების შანსებს და ამცირებს საგანმანათლებლო ჩამორჩენის რისკს

უზრუნველყოფს პროფესიონალთა თანამშრომლობის გაუმჯობესებას (მასწავლებელი – ფსიქოლოგი – სპეციალური პედაგოგი - მეტყველების თერაპევტი)

ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვას ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.

ეფექტი

ამცირებს დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევებს

ზრდის ადრეული ჩარევის ეფექტიანობას

ხელს უწყობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებას და ბავშვის ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობას

უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას სკოლაში კითხვის სირთულეების ამოცნობის პროცესში

ქართული ჩეკლისტის უნიკალურობა

პირველად ითვალისწინებს ქართული ენის ფონოლოგიურ და ორთოგრაფიულ თავისებურებებს

ადაპტირებულია ქართული საგანმანათლებლო გარემოსთვის

იძლევა შესაძლებლობას ადრეულ ასაკშივე მოხდეს სწორი ჩარევის დაგეგმვა და ინდივიდუალური საგანმანათლებლო გზის შექმნა

ქმნის საფუძველს ეროვნული სკრინინგის მოდელის ჩამოყალიბებისთვის

კითხვის სირთულის (დისლექსიის) შეფასების პირველი ქართული ინსტრუმენტი არის პრაქტიკული, მარტივად გამოსაყენებელი და პროფესიულად სანდო ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო მიდგომებს. მისი დანერგვა ხელს უწყობს დისლექსიის ადრეულ ამოცნობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩარევის სისტემურ განვითარებას საქართველოში.

ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია შესაბამისი ტრენინგის გავლის შემდგომ.

ტრენინგი მოიცავს დისლექსიის ადრეული გამოვლენის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას, ჩეკლისტის გამოყენების წესებს, შედეგების ინტერპრეტაციასა და ეთიკური ნორმების დაცვას მუშაობის პროცესში. მონაწილეები ეცნობიან დისლექსიის ნეიროგანვითარებით საფუძველს, კითხვის სირთულეების ძირეულ მახასიათებლებს, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და  ეთიკური და  ეფექტურ ჩარევის ეტაპებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და ინსტრუმენტის გამოყენების უფლება პრაქტიკაში.

bottom of page