top of page

ჩვენს შესახებ

საქართველოს დისლექსიის კვლევითი ცენტრი Georgian Dyslexia Research Center — არის პირველი დამოუკიდებელი კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ემსახურება დისლექსიის ადრეული გამოვლენის, ეფექტიანი სწავლების, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლების საქმეს.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ დისლექსიის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სრულფასოვან განათლებასა და სოციალურ ინტეგრაციას საქართველოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლებისა და ჩარევის ეროვნული მოდელი, რომელიც მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე ემოციურ და სოციალური განვითარების ასპექტებს.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა შევქმნათ პროფესიონალთა კოორდინირებული ქსელი, რომელიც დისლექსიის ადრეულ გამოვლენასა და მართვაში ეფუძნება ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას — მასწავლებელთა, ფსიქოლოგთა, მეტყველების თერაპევტთა, სპეციალური პედაგოგებისა და ნეიროფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობით.

რას მოიცავს GDRC-ს საქმიანობა?

უახლესი საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების ჩატარებას დისლექსიის თემაზე

ადრეული სკრინინგისა და შეფასების ინსტრუმენტების განვითარებას

ინფორმაციისა და რესურსების მიწოდებას მშობლებისა და ფართო საზოგადოებისათვის

მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვას ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში

მასწავლებლების, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ტრენინგებს დისლექსიის ამოცნობისა და მართვის საკითხებში

ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რომლებიც ხელს უწყობს დისლექსიის მქონე ადამიანების განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას

ვინ დააფუძნა GDRC

ცენტრი დაფუძნებულია მაია შაშვიაშვილის მიერ, რომელიც საქართველოში დისლექსიის კვლევის პიონერია. მისი ავტორობით შეიქმნა კითხვის სირთულის შეფასების პირველი ქართული ინსტრუმენტი (6–11 წლის ბავშვებისთვის), რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დისლქსიის ადრეული გამოვლენისა და ჩარევის საქმეში.

Professional Woman Portrait

საერთაშორისო ხედვა და თანამშრომლობა

საქართველოს დისლექსიის კვლევითი ცენტრი - "კითხვის სკოლა" არის ევროპის დისლქსიის ასოციაციის წევრი. European Dyslexia Association (EDA) — ევროპაში დისლექსიის საკითხებზე მომუშავე უმსხვილესი ორგანიზაციაა. იგი დაარსდა 1987 წელს და აერთიანებს დისლექსიის სფეროში მომუშავე ეროვნულ ასოციაციებსა და კვლევით ცენტრებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

EDA-ს მისია — ხელი შეუწყოს დისლექსიის ადრეულ გამოვლენას, ეფექტიან სწავლებას, თანასწორი შესაძლებლობების შექმნასა და დისლექსიის მქონე პირების უფლებების დაცვას ევროპაში.

ჩვენი ცენტრი იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ამისათვის აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორობით ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა:

  • International Dyslexia Association (IDA) — აშშ-ში დაფუძნებული ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც დისლექსიის შესახებ კვლევებსა და სწავლების სტრუქტურირებულ მოდელებს ავითარებს 1949 წლიდან;

  • British Dyslexia Association (BDA) — გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ორგანიზაცია დისლექსიის სფეროში, რომელიც ცნობილია ადვოკატირებით, ტრენინგებითა და ინკლუზიური საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერით.

Pink Poppy Flowers
Pink Poppy Flowers

ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში დისლექსიის თემის გაძლიერებას, ადრეული გამოვლენის სისტემის გაუმჯობესებას და პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

გრძელვადიანი მიზნები

დისლექსიის ეროვნული სკრინინგისა და შეფასების მოდელის დანერგვა სკოლებში

დისლექსიის შესახებ მასწავლებელთა და მშობლების ცნობიერების ამაღლება

დისლექსიის მქონე ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესება მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლების გზით

საერთაშორისო პარტნიორობებისა და კვლევითი პროექტების გაფართოება

საერთაშორისო პარტნიორობებისა და კვლევითი პროექტების გაფართოება.

bottom of page