რა არის დისლექსია?
დისლექსია, როგორც ტერმინი, ისეთი დარღვევის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელიც ძირითადად კითხვის, მართლწერისა და წერის უნარების შეძენის სერიოზული სირთულეებით ხასიათდება. ეს სირთულეები ეხება მათ სიზუსტეს, სისწრაფეს ან ორივეს ერთად და ენ ის ორთოგრაფიის მიხედვით იცვლება.
რამდენად გავრცელებულია?
ევროპის დისლექსიის ასოციაციის (EDA) მონაცემებით, მოსახლეობის
დაახლოებით 9–12%-ს დისლექსია აქვს, მათგან დაახლოებით 2–4%-ს - მძიმე ფორმით.
საერთაშორისო დისლექსიის ასოციაციის (IDA) შეფასებით, მოსახლეობის
15–20%-ს დისლექსიის სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა კითხვის,
მართლწერის ან წერის სირთულეები.
აშშ-ში სსსმ მოსწავლეების 35 %, დასწავლის დარღვევის მქონეა. ამ მოსწავლეების 75-80% კითხვის სირთულეს განიცდის.

ნიშნები და სქრინინგი
ნიშნები ასაკის მიხედვით
ადრეული ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სირთულეებს ბგერების, რითმების აღქმასა და გამოთქმაში.
სასკოლო ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ნელი კითხვა, ასოების
თანმიმდევრობის აღრევა და მნიშვნელოვანი განსხვავება წერით და ზეპირ უნ არებს შორის.
სქრინინგი და შეფასება
საქართველოში, ამ დროისთვის არსებული პრაქტიკით, დისლექსიის სკრინინგი და კომპლექსური შეფასება, როგორც წესი, სასკოლო გარემოს მიღმა მიმდინარეობს.
შეფასების შემდგომ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება
მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ სპეციალისტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სკოლის პროცესში მათი რეკომენდაციების ინტეგრირება, მოსწავლის წარმატების მთავარი გარანტიაა.
კომპლექსური შეფასება განსაზღვრავს იმ ინდივიდუალურ საჭიროებებს, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა დაიგეგმოს შემდგომი სწავლება.

მშობლებისთვის

თანამედროვე კვლევები
გაეცანით უახლეს კვლევებს და სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ეხება დისლექსიის მქონე ადამიანების სწავლის პროცესს და ეფექტურ მხარდაჭერის მეთოდებს.
დისლექსიის გზამკვლევი
გაეცანით სრულ ინფორმაციას დისლექსიის შესახებ, მისი ნიშნების ამოცნობიდან დაწყებული ეფექტური სტრატეგიებით დასრულებული, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სწავლაში.
ლოკალური მხარდაჭერა
ჩვენ გთავაზობთ ადგილობრივ გზამკვლევებს და რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ ხელმისაწვდომი დახმარება და მხარდაჭერა.
სიახლეები და ღონისძიებები
სიახლეები
გაეცანით სიახლეებს დისლექსიის შესახებ
საინტერესო რესურსები
ხშირად დასმული კითხვები
დაგვიკავშრდით
მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე ან შეავსეთ საკონტაქტო ფორმა დისლექსიის მხარდაჭერის შესახებ მეტის გასაგებად.

